ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

Walkaround Tasting- კანადელი სტუმრები

Walkaround Tasting- კანადელი სტუმრები

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მოწვევით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეწვევა ღვინის 17 იმპორტიორი/დისტრიბუტორი/ საცალო გაყიდვების ობიექტების წარმომადგენლები კანადიდან. სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოს.

ვიზიტის ფარგლებში, 29 აპრილს გაიმართება დეგუსტაცია (walkaround tasting) ქ. თბილისში, სასტუმრო "ნოვოტელ ავლაბარში"-ში, დღის პირველ ნახევარში.

დეგუსტაციაზე მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. დეგუსტაციის ეფექტურად ჩატარებისა და სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრა 15 კომპანიით. 

დეგუსტაციაზე რეგისტრაცია დაიწყება 19 აპრილს, 11:00- დან  და დასრულდება 22 აპრილს 17:00-ზე.

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

- კომპანიის დასახელება;

- საიდენტიფიკაციო ნომერი;

- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა : რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 15 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მოლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მოლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 19 აპრილის, ზუსტად 11:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 

დეგუსტაციაზე რეგისტრაცია იწყება  19.აპრ.2024 11:00 და სრულდება  22.აპრ.2024 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 15 კომპანიას.

ქართული ღვინო