Walkaround tasting- პოლონეთი
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, პოლონეთის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიასთან “People PR”.
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, პოლონეთდან მოწვეული კომერციული სექტორის წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს. სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ღვინის მოსიარულე დეგუსტაცია (Walkaround tasting), რომელიც ჩატარდება 7 ოქტომბერს Tbilisi Marriott Hotel-ში (შოთა რუსთაველის გამზირი 13) -14:00-17:30 საათზე.
დეგუსტაციის ეფექტურად ჩატარებისა და სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრა 15 კომპანიით.
დეგუსტაციაზე რეგისტრაცია დაიწყება 26 სექტემბერს 11:00- დან და დასრულდება 27 სექტემბერს 17:00-ზე.
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ. ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა : რეგისტრაციისას, გთხოვთ, მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ, შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 10 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მომლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მომლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.
სარეგისტრაციო ღილაკი აღნიშნულ გვერდზე გააქტიურდება 2024 წლის 26 სექტემბერს, ზუსტად 11:00-ზე. რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად, კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა, თუ არა ძირითად სიაში).
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.