ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

Walkaround tasting- ამერიკის შეერთებული შტატები

Walkaround tasting- ამერიკის შეერთებული შტატები

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიასთანColangelo&Partners”.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში,  ამერიკიდან  მოწვეული კომერციული სექტორის წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს. სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ღვინის მოსიარულე დეგუსტაცია (Walkaround tasting), რომელიცჩატარდება9 სექტემბერს.    

დეგუსტაციის ეფექტურად ჩატარებისა და სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრა 10 კომპანიით. გაითვალისწინეთ, მონაწილე კომპანია აუცილებლად უნდა ახორციელებდეს ექსპორტს ამერიკაში!

დეგუსტაციაზე რეგისტრაცია დაიწყება 2 სექტემბერს,  11:00- და დასრულდება 4 სექტემბერს17:00-ზე.

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

- კომპანიის დასახელება;

- საიდენტიფიკაციო ნომერი;

- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ. ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისასგთხოვთ, მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ, შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 10დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მომლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მომლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.

სარეგისტრაციო ღილაკი აღნიშნულ გვერდზე გააქტიურდება 2024 წლის 2 სექტემბერს,  ზუსტად11:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად, კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა, თუ არა ძირითად სიაში).

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

დეგუსტაციაზე რეგისტრაცია იწყება  02.სექ.2024 11:00 და სრულდება  04.სექ.2024 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 10 კომპანიას.

ქართული ღვინო