Walkaround Tasting- China
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიასთან “Meiburg Wine Media”.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ჩინეთიდან მოწვეული კომერციული სექტორის წარმომადგენლები ესტუმრებიან საქართველოს. სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაცია (Walkaround tasting), რომელიცჩატარდება25 ივნისს.
დეგუსტაციის ეფექტურად ჩატარებისა და სტუმრების მოთხოვნებიდან გამომდინარე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრა 10 კომპანიით.
დეგუსტაციაზე რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისს, 11:00- დანდადასრულდება21 ივნისს17:00-ზე.
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ. ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას,გთხოვთ, მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლო ოსიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ, შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 10 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მომლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მომლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.
სარეგისტრაციო ღილაკი აღნიშნულ გვერდზე გააქტიურდება 2024 წლის20 ივნისს,ზუსტად11:00-ზე. რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად, კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა, თუ არა ძირითად სიაში).
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.