მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება - ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დოკუმენტაციის მიღება გრძელდება.
თუ ხარ მეწარმე და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტს და მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებ, ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეგიძლია 300 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღო.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, ღვინის ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი, ყველა რეგიონში ერთობლივად (აზიის რეგიონი, ევროპის რეგიონი, ამერიკის რეგიონი და სხვ. გარდა საქართველოსა, სუამისა და დსთ-ის ქვეყნებისა) ან ბენეფიციარის შერჩევით არაუმეტეს ორ რეგიონში, მიმდინარე წელს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
იმ შემთხვევაში, თუ წინა კალენდარული წლის და საანგარიშო პერიოდში გაწეული არ არის მარკეტინგული ხარჯი და განხორციელებული არ არის ღვინის ექსპორტი, გათვალისწინებული იქნება გასული 3 წლის განმავლობაში ბოლოს გაწეული მარკეტინგული ხარჯი და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა.
ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მიზნობრიობებით გაწეული მარკეტინგული აქტივობების თანადაფინანსებას:
- ქსელური ტიპის ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებები;
- ღვინის მაღაზიებში თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტების კატალოგში განთავსება, დეგუსტაციები;
- ღვინის მაღაზიებში პროდუქციის სწორი პოზიციონირებისათვის საერთაშორისო კომპანიების დაქირავება;
- მედიაკამპანიები, მედიასაშუალებებში და ღვინის გაყიდვების ონლაინ ფლატფორმებზე პროდუქტის რეკლამირება;
- ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
- რეკლამა სოციალურ ქსელებში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პირველ ეტაპზე, საჭიროა 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით წარმოადგინოთ:
შევსებული განაცხადის ფორმა
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არ ქონის შესახებ
საბანკო რეკვიზიტები
განაცხადები მიიღება ელექტრონულად (info@wine.gov.ge) ან ღვინის ეროვნულ სააგენტოში წარდგენით (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი 32)
პროგრამის პირობები და ბენეფიციარის გამოვლენის, განაცხადების მიღების ვადებისა და ანაზღაურების გაცემის დეტალური პროცედურების შესახებ იხილეთ შემდეგ ლინკებზე:
დანართი 1