ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია
2014 წელს სააგენტომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის“ პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად დადასტურებისათვის ახალი მონაცემების შეგროვება, მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორიის რეკონსტრუქცია და ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ახალი არქეოლოგიური გათხრების ხელშეწყობა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების სისტემატიზაცია, დათარიღება და ანალიზი; არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური ტესტირება ღვინის ნაშთების აღმოჩენის მიზნით; ქართული მევენახეობა - მეღვინეობის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის წარმოჩენა; თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ანალიზი და ა.შ.
2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. 13 ნოემბერს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Early Neolithic Wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ. კვლევა მიმდინარეობდა პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული მეცნიერული დასკვნა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა - სტატები დაიბეჭდა ყველა წამყვან საინფორმაციო თუ მეცნიერულ გამოცემაში (The New York Times, BBC, CNN, The Guardian, National Geographic, Washingtonpost და ა.შ). უძველესი ღვინის აღმოჩენის ფაქტი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.