ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

"Seoul International Wines & Spirits Expo

"Seoul International Wines & Spirits Expo

2024 წლის 4-6 ივლისს, კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში,  გაიმართება გამოფენა ,,Seoul International Wines & Spirits Expo"

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 108  კვ.მ ფართი.

სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 20 კომპანიით

მონაწილეობის საფასური იქნება  4700-5400 აშშ დოლარი.

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 29 აპრილს 11:00 საათიდან და დასრულდება 2 მაისს  18:00-ზე.

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

- კომპანიის დასახელება;

- საიდენტიფიკაციო ნომერი;

- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 20 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მოლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მოლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 29 აპრილს, ზუსტად 11:00.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გაითვალისწინეთ, რომ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ჩაერთოს სავიზო პროცედურებში. სააგენტო გასცემს მხოლოდ წერილობით დასტურს კომპანიის აღნიშნულ  გამოფენაში ჩართულობასთან დაკავშრებით.

 

 

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 29.აპრ.2024 11:00 და სრულდება 02.მაი.2024 18:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 20 კომპანიას.

ქართული ღვინო