Vinexpo America
2024 წლის 24-25 ივნისს,ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ იორკში, გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ,,Vinexpo America".
გამოფენას 20 წლიანი ისტორია აქვს და ყოველწლიურად აერთიანებს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 30-მდე ქვეყანას, 400-ზე მეტ მონაწილეს და 3 000-ზე მეტ ღვინის პროფესიონალს, ბაიერს, იმპორტიორს. Vinexpo America წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის კუთხით.
გამოფენაზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 120 კვ.მ ფართი.
სააგენტოს მიერ დაჯავშნილი ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 25 კომპანიით. მონაწილეობის საფასური, თითეოული მწარმოებლისთვის შეადგენ საშუალოდ 4500-5200 ევროს.
გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 21 მარტს 11:00 საათიდან და დასრულდება 25 მარტს 18:00-ზე.
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 25 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მოლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მოლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.
სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 21 მარტს, ზუსტად 11:00. რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება..
გაითვალისწინეთ, რომ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ჩაერთოს სავიზო პროცედურებში. სააგენტო გასცემს მხოლოდ წერილობით დასტურს კომპანიის აღნიშნულ გამოფენაში ჩართულობასთან დაკავშრებით.