Orange Wine Festival
მიმდინარე წლის 15 აპრილს, იტალიაში, საერთაშორისო გამოფენა ვინიტალის ფარგლებში, ერთდღიანი ფესტივალი- “Orange Wine Festival” გაიმართება.
აღნიშნული ფესტივალი წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იმართება და ძირითადი მიზანია ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული თეთრი ღვინის პოპულარიზაცია (Amber Wine/ Orange wine). გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და სააგენტოს მიერ დაჯავშნილი ფართიდან გამომდინარე, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლება 15 მარანს.
მარანი/მწარმოებელი უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზატორების მიერ დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს. მოთხოვნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
გამოფენაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 22 თებერვალს 12:00-ზე და დასრულდება 26 თებერვალს 18:00-ზე.
რეგისტრაციისას მწარმოებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- იურიდიული დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 15 დარეგისტრირებული მწარმოებელი, ასევე, იმოქმედებს მოლოდინეთა სია. მოლოდინეთა სიიდან დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.
სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 22 თებერვალს, ზუსტად 12:00-ზე. რეგისტრაციის შემდეგ მწარმოებელი მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).
ფინანსური კონტრიბუცია: ფესტივალზე ერთი მწარმოებლის რეგისტრაციის/მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ევროს. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ორგანიზების ნაწილში მზად არის დააფინანსოს სრული ღირებულების 50%.
შენიშვნა: ერთი მწარმოებლის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.