პროვაინ დუსელდორფი
გაცნობებთ, რომ 2027 წლის 7-9 მარტს, გერმანიაში ქ. დუსელდორფში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,Prowine Dusseldorf 2027”.
გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 209 კვ.მ ფართი.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნილი ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 26 კომპანიით. მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4700-5200 ევრო.
გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 5 ნოემბერს 11:00 საათიდან და დასრულდება 9 ნოემბერს 17:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2026წლის 5 ნოემბერს, ზუსტად 11:00-ზე.
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.