ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

People PR - სემინარი

People PR - სემინარი

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქალაქ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუს“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრაქტიკული სემინარი თემაზე: „ქართული ღვინის ექსპორტი და გაყიდვების ეფექტური მართვა პოლონეთის ბაზარზე“.

სემინარს გაუძღვება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს პოლონეთში კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის (People PR)  აღმასრულებელი დირექტორი Kamila Wardyn-Kopera (CEO).

ღონისძიების მიზანია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე დამკვიდრებისა და გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობების შესახებ.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — სემინარზე დაშვება შეეძლება მაქსიმუმ 50 მონაწილეს.

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია დაიწყება 14 სექტემბერს, 12:00 საათზე.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი).

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 14.სექ.2026 12:00 და სრულდება 18.სექ.2026 18:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 50 კომპანიას.

ქართული ღვინო