ProWine Shanghai 2026
მოგახსენებთ, რომ 2026 წლის 10-12 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. შანხაიში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,, ProWine Shanghai“
გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 126 კვ.მ ფართი.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს.
სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 16-18 კომპანიით. მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4500-5200 ევრო.
გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს 11:00 საათიდან და დასრულდება 23 ივნისს 14:00-ზე.
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- - კომპანიის დასახელება;
- - საიდენტიფიკაციო ნომერი;
- - საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ მხოლოდ ერთი საკონტაქტო პირის მონაცემები. მონაწილეთა საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება კომუნიკაციაში დამატებითი პირების ჩართვა. ასევე, ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.