ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2026

HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2026

2026 წლის 5–7 ნოემბერს, ჰონგ-კონგში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაHKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair 2026 “.

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 72  კვ. ფართი.

 

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 10-12 კომპანიით მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4500-5200 ევრო.  

გამოფენა წარმოადგენს აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ პლატფორმას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისთვის და თავს უყრის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებსა და სხვა პროფესიულ მყიდველებს. ღონისძიება ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა აზიის ბაზრებზე პოზიციების გასაძლიერებლად, ახალი ბიზნესკავშირების დასამყარებლად და საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად.

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 12 ივნისს, 11:00  საათიდან და დასრულდება 2026 წლის 16 ივნისს, 17:00 საათზე. (მეილით დასტური არ მიიღება).

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი).

 

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ მხოლოდ ერთი საკონტაქტო პირის მონაცემები. მონაწილეთა საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შესაძლებელი იქნება კომუნიკაციაში დამატებითი პირების ჩართვა. ასევე, ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 12.ივნ.2026 11:00 და სრულდება 16.ივნ.2026 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 12 კომპანიას.

ქართული ღვინო