ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

Wine Vision by Open Balkan 2026

Wine Vision by Open Balkan 2026

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 10–12 ოქტომბერს, სერბეთში, . ბელგრადში გაიმართება ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ,,Wine Vision by Open Balkan 2026“.

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 49 კვ.მ ფართი. მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 6-7  კომპანიით. 

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 4 ივნისს  11:00 საათიდან და დასრულდება 8  ივნისს   17:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • -         კომპანიის დასახელება;
  • -         საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • -         საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

 

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. ასევე, ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 4 ივნისს, ზუსტად 11:00-ზე.  

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 04.ივნ.2026 11:00 და სრულდება 08.ივნ.2026 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 7 კომპანიას.

ქართული ღვინო