ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კონფერენცია - ღვინის ეროვნული დღე

კონფერენცია - ღვინის ეროვნული დღე

როგორც მოგეხსენებათ, 8 მაისს საქართველოში აღინიშნება „ღვინის ეროვნული დღე“, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მევენახე-მეღვინეების, სახელმწიფო ინსტიტუტების, ტურიზმის სექტორის, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოების გაერთიანებისთვის.

აღნიშნული დღის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომლის დროსაც განხილული იქნება როგორც სამეცნიერო შინაარსის პროექტი — „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“, ასევე მოწვეული საერთაშორისო სპიკერების მონაწილეობით წარმოდგენილი თემები. მათ შორის არიან ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი ბრაუნი, კონსტანტინ ბაუმი და სხვა ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გლობალური ღვინის ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრების თავისებურებებსა და მათში შესვლის სტრატეგიებზე. პრეზენტაციები მოიცავს ქართველ მეწარმეთათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრს.


გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 01.მაი.2026 10:00 და სრულდება 04.მაი.2026 12:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 100 კომპანიას.

ქართული ღვინო