ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

Roadshow Japan

Roadshow Japan

გაცნობებთ, რომ იაპონიაში, 2026 წლის აპრილის თვეში დაიგეგმა რამდენიმე სემინარი/დეგუსტაციის ჩატარება, კერძოდ:

  • 7 აპრილს  . საპოროში (ჰოკაიდო);
  • 9 აპრილს . სენდაიში (მიაგის პრეფექტურა);
  • 13 აპრილს  ქ. ტოკიოში.

 

 

ღონისძიებებზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას შეძლებს 12 კომპანია.

მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო(გარდა კომპანიის წარმომადგენლის სამივლინებო ხარჯებისა).

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 2 თებერვალს, 11:00 საათზე და დასრულდება 4 თებერვალს, 17:00 საათზე.

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი).

 

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი საკონტაქტო პირის მონაცემები. საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციაში სხვა პირების დამატება.

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 2 თებერვალს, ზუსტად 11:00 საათზე.

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 02.თებ.2026 11:00 და სრულდება 04.თებ.2026 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 12 კომპანიას.

ქართული ღვინო