Fine WINE Exhibition- Shangri La
მოგახსენებთ, რომ 2026 წლის 26-28 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიმართება საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,China Food and Drinks Fair 2026 ”.
გამოფენის ფარგლებში, ძირითადი გამოფენის დაწყებამდე, 22-25 მარტს, ჩენგდუში იმართება ე.წ. სასტუმროს გამოფენები სხვადასხვა ლოკაციაზე. ქართული ღვინო წარდგენილი იქნება ორ სასტუმროში:
- Fine WINE Exhibition-Shangri-La, სასტუმრო შანგრი ლა-ში
- Fine Wineseer-Niccolo, სასტუმრო ნიკოლოში.
თითოეულ სასტუმროში ქართული კომპანიებისთვის გამოყოფილი იქნება 6-6 ადგილი. გამოფენაში მონაწილოების 50% დაფარავს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო კომპანია გადაიხდის დარჩენილ 50%, საშუალოდ, 3000 აშშ დოლარი თითო კომპანია.
გამოფენაზე Fine WIEN Exhibition-Shangi La რეგისტრაცია დაიწყება 12 დეკემბერს 13:00 საათზე
ერთ კომპანიას შეუძლია მიიღოს მონაწილოება მხოლოდ ერთ სასტუმროს გამოფენაში.