ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

China Food and Drinks Fair 2026

China Food and Drinks Fair 2026

2026 წლის 26-28 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიმართება საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,China Food and Drinks Fair 2026 http://www.qgtjh.org.cn/en/index.html

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 150  კვ.მ ფართი.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 16კომპანიით მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4500-5200 ევრო.  

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 12 დეკემებრს  11:00 საათიდან და დასრულდება 15 დეკემბერს  17:00-ზე.

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

-         კომპანიის დასახელება;

-         საიდენტიფიკაციო ნომერი;

-         საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 12 დეკემბერს, ზუსტად 11:00-ზე.  

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 12.დეკ.2025 11:00 და სრულდება 15.დეკ.2025 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 16 კომპანიას.

ქართული ღვინო