ProWein Dusseldorf 2026
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 15-17 მარტს, გერმანიაში ქ. დიუსელდორფში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,ProWein Dusseldorf 2026”.
გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 214 კვ.მ ფართი.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 25 კომპანიით. მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4700-5200 ევრო.
გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 9 დეკემბერს 11:00 საათიდან და დასრულდება 11 დეკემბერს 17:00-ზე.
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 9 დეკემბერს, ზუსტად 11:00-ზე.
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.