ProWine Shangahi 2025
მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 12-14 ნოემბერს, შანხაიში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,ProWineShangahi“ https://www.prowine-shanghai.com/en/
გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 102 კვ.მ ფართი.
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 14-16 კომპანიით. მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4000-4500 ევრო.
გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 13ივნისს 11:00 საათიდან და დასრულდება 17ივნისს 17:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).
რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის დასახელება;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)
შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც.
სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 13 ივნისს, ზუსტად 11:00-ზე. რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი.
შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.