ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

Hong Kong International Wine and Spirits Fair 2025

Hong Kong International Wine and Spirits Fair 2025

მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 6-8 ნოემბერს, ქ. ჰოგკ კონგში გაიმართება  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,Hong Kong International Wine and Spirits Fair  https://www.hktdc.com/event/hkwinefair/en

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 72   კვ.მ ფართი.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 10 კომპანიით.  მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4500-5000 ევრო.  

 

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს  11:00 საათიდან და დასრულდება 12 ივნისს 17:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).

 

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

-         კომპანიის დასახელება;

-         საიდენტიფიკაციო ნომერი;

-         საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 9 ივნისს, ზუსტად 11:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი.

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 09.ივნ.2025 11:00 და სრულდება 12.ივნ.2025 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 10 კომპანიას.

ქართული ღვინო