ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ProWine São Paulo

ProWine São Paulo

მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ სან-პაოლოში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,ProWine São Paulo  https://www.prowein-world.com/en/ProWine_S%C3%A3o_Paulo_1  

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 42   კვ.მ ფართი.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 6 კომპანიით.  მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4000-4500 ევრო.  

 

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 16 მაისს  11:00 საათიდან და დასრულდება 19 მაისს 17:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).

 

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

-         კომპანიის დასახელება;

-         საიდენტიფიკაციო ნომერი;

-         საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 16 მაისს, ზუსტად 11:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი.

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 16.მაი.2025 11:00 და სრულდება 19.მაი.2025 17:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 6 კომპანიას.

ქართული ღვინო