ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

Prowine Tokyo 2025

Prowine Tokyo 2025

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 15-17 აპრილს, იაპონიის  დედაქალაქში - ტოკიოში გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა ,,Prowine Tokyo 2025”. https://prowine-tokyo.com/en/

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 72 კვ.მ ფართი.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 12 კომპანიით.  მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 4500-5200 ევრო.  

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 7 თებერვალს  11:00 საათიდან და დასრულდება 11 თებერვალს 18:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).

 

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 7 თებერვალს, ზუსტად 11:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი.

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 07.თებ.2025 11:00 და სრულდება 11.თებ.2025 18:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 12 კომპანიას.

ქართული ღვინო