ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

China Food& Drink Fair

China Food& Drink Fair

2024 წლის 20-22 მარტს, ჩინეთში, უკვე 110-ედ,  გამოფენა "The China Food and Drinks Fair" გაიმართება. 

აღნიშნული გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ყველაზე დიდი ისტორიის მქონე და ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს 3000-მდე მონაწილეს და 150 000 ვიზიტორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზურნველყოფს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 168 კვ.მ ფართი.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 25 კომპანიით. 

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 11 იანვარს, 12:00- დან და დასრულდება 15 იანვარს 18:00-ზე.

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

- კომპანიის დასახელება;

- საიდენტიფიკაციო ნომერი;

- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა : რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 25 დარეგისტრირებული კომპანია, ასევე, იმოქმედებს მოლოდინეთა სია დამატებით 10 კომპანიისთვის. მოლოდინეთა სიიდან კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 11 იანვარს, ზუსტად 12:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 

 

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 11.იან.2024 12:00 და სრულდება 15.იან.2024 18:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 25 კომპანიას.

ქართული ღვინო