ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

EnoExpo Krakow

EnoExpo Krakow

მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 6-8 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში,  გაიმართება გამოფენა ,,The 21st International Wine Trade Fair in Krakow ENOEXPO" https://enoexpo.krakow.pl/en

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 88 კვ.მ ფართი.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. სააგენტოს მიერ დაჯავშნული ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 14 კომპანიით.  მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის იქნება 2,200 ევრო.  

გამოფენაზე რეგისტრაცია დაიწყება 16 სექტემბერს  11:00 საათიდან და დასრულდება 18 სექტემბერს  18:00-ზე. (მეილით დასტური არ მიიღება).

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

-         კომპანიის დასახელება;

-         საიდენტიფიკაციო ნომერი;

-         საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

ენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 16 სექტემბერს, ზუსტად 11:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი.

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 16.სექ.2024 11:00 და სრულდება 18.სექ.2024 18:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 8 კომპანიას.

ქართული ღვინო