ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

Prowine Shanghai 2024

Prowine Shanghai 2024

2024 წლის 12-14 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. შანხაიში ,  გაიმართება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშირისო გამოფენა ,, Prowine Shanghai  2024".

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობას და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინიციატივით ქართული სტენდისთვის დაჯავშნილია 102 კვ.მ ფართი. დაჯავშნილი ფართის მოცულობიდან გამომდინარე, მონაწილეების რაოდენობა საერთო ქართულ სტენდზე განისაზღვრა 20 კომპანიით.  მონაწილეობის საფასური ერთი მონაწილე კომპანიისთვის საშუალოდ 4500-5200 ევრო.

გამოფენაზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყება 10 ივლისს 11:00-ზე და დასრულდება 12 ივლისს 18:00-ზე.

რეგისტრაციისას კომპანიამ უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

- კომპანიის დასახელება;

- საიდენტიფიკაციო ნომერი;

- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი-გვარი; ელ.ფოსტა; ტელ.)

შენიშვნა: რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითეთ მხოლოდ ერთი პირის მონაცემები, საბოლოო სიის დამტკიცებისა და  სააგენტოსთან სამუშაო პროცედურებზე გადასვლის შემდგომ შეგეძლებათ კომუნიკაციაში დაამატოთ სხვა პირებიც. 

მონაწილეთა სიაში ავტომატურად მოხვდება პირველი 20 დარეგისტრირებული კომპანია. ასევე, იმოქმედებს მომლოდინეთა სია და კომპანიების დამატება მოხდება რიგითობის პრინციპით.

სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 10 ივლისს, ზუსტად 11:00-ზე.  რეგისტრაციის შემდეგ კომპანია მიიღებს სმს შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე და შეტყობინებაში ეწერება მისი რიგითი ან რეზერვის ნომერი (შესაბამისად კომპანია წინასწარვე იქნება ინფორმირებული მოხვდა თუ არა ძირითად სიაში).

შენიშვნა: ერთი კომპანიის მიერ ორჯერ რეგისტრაცია ჩაითვლება დარღვევად და კომპანიის ორივე რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

 

გამოფენაზე  რეგისტრაცია იწყება 10.ივლ.2024 11:00 და სრულდება 12.ივლ.2024 18:00. მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 20 კომპანიას.

ქართული ღვინო