ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის შეჯამება

რთველი 2019-ის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მოსავალი - 271 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის კახეთის რეგიონში - 268  ათასი ტონა.   აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 10%-ით აღემატება შარშანდელ მონაცემს. სულ კახეთის რეგიონში გადამუშავდა 172 ათასი ტონა რქაწითელი, 82 ათასი ტონა საფერავი, 5,5 ათასი ტონა კახური მწვანე და 8,5 ათასი  ტონა სხვა ჯიშები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოწეული იქნა 1863 ტონა ყურძენი. მათ შორის ალექსანდროული და მუჯურეთული - 1828 ტონა.    საქართველოს დანარჩენ რეგიონებში - დაახლოებით 1130 ტონა. მთლიანად საქართველოს მასშტაბით ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მლნ ლარზე მეტი.

ქართული ღვინო