ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ზოგადი ინფორმაცია

 2023 წლის რთვლის ფარგლებში საქართველოში მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221,2 ათას ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 306.0 მლნ ლარს აღემატება (კახეთის რეგიონში 249,0 მლნ. ლარი, დანარჩენ რეგიონებში 57,0 მლნ.ლარი).
კახეთის რეგიონში გადამუშავდა 204 ათასი ტონა ყურძენი (რქაწითელი - 71884 ტ. (მ. შ. სახელმწიფო 17742 ტ.) საფერავი - 89014 ტ., კახური მწვანე - 4027 ტ). რაჭის რეგიონში გადამუშავდა 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; ლეჩხუმში, სადაც რეგისტრირებულია 2 ადგილწარმოშობის დასახელება -"ტვიში" და ოყურეშის უსახელაური", სულ გადამუშავდა  - 565 ტონა ყურძენი, მათ შორის, გადამუშავდა: ცოლიკაური- 443 ტ. - 4 ლარი, ოჯალეში 88.4 ტ. - 4 ლარი, ოყურეშის უსახელაური - 34 ტ. - 15 ლარი (მ.შ. სახელმწიფო 7.4 ტონა).
მიმდინარე წლის რთველი გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, კახეთში მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მევენახეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეუფერხებლად მოეხდინათ მოსავლის რეალიზაცია. ანალოგიურად, პრობლემების გარეშე ჩატარდა რთველი რაჭაში.  2023 წლის რთველი ბოლო წლებში გამოირჩევა კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით, კახეთის რეგიონში სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანიის " მიერ გადამუშავდა მოსავლის მხოლოდ 10%-მდე, რაც ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. 
რაჭის შემთხვევაშიც მაღალი იყო კერძო სექტორის ჩართულობა, 50-მდე კომპანია და მარანი მონაწილეობდა რთველში. სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა 60 ტონამდე ყურძენი, რაც გადამუშავებული მხოლოდ მოსავლის 4%-მდეა და ასევე ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. ლეჩხუმში, შპს მოსავლის კომპანიის მიერ გადამუშავდა სახელმწიფო 7.4 ტ. მხოლოდ), გადამუშავების პროცესში 40 კომპანია და მარანი იყო ჩართული.
2023 წელს საფერავის მოსავალმა გადააჭარბა რქაწითელის მოსავალს,  რქაწითელის შემცირება განპირობებული იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობებით.  რქაწითელზე გაზრდილი მოთხოვნა, აისახა მის ფასზეც. სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა სექტემბრის თვეში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. კლიმატური პირობების  გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე  ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" სასპირტედ გადაამუშავა.
რთველი 2023 პროცესში, მიუხედავად მოსავლის რაოდენობრივი სიმცირისა, ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი და ხარისხიანი.

ქართული ღვინო