Authorization / Registration Agency web sites

ცხადდება განაცხადების მიღება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის

ზოგადი

ცხადდება განაცხადების მიღება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის
06.02.2025

პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. 
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართვლოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები, საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 
განაცხადები მიიღება 2025 წლის 7 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით. 

ამ ეტაპზე მიიღება განაცხადები 2025 წლის პირველ ნახევარში ჩასატარებელ ღონისძიებებზე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკებზე:

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარტიზაციის სახელმწიფო პროგრამა

ანაზღაურების ხელშეკრუკლება

ხელშეკრულების დანართი 1

განაცხადის ფორმა

ინსტრუქცია

Georgian Wine