ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლების ვიზიტი

ზოგადი

შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლების ვიზიტი
27.03.2017

ქართული ღვინის შვედეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, საქართველოს შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ეწვიენ, რომლებმაც შეხვედრები ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ღვინის კომპანიებსა და სპეციალიზირებულ მაღაზიებში გამართეს.

განსახილველი საკითხები მოიცავდა შვედეთში, სისტემბოლაგეტის ტენდერში (შვედეთის ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო მონოპოლისტი) მონაწილეობის, სტოკჰოლმში ქართული ღვინის კვირეულის ორგანიზების და სამომავლო დეგუსტაცია-პრეზენტაციების ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის სისტემბოლაგეტის ტენდერში საფერავის ღვინოზე ტენდერი გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვებული ქართული ღვინო 2017 წლის 1 დეკემბრიდან სისტემბოლაგეტის მაღაზიების ქსელში გაიყიდება.

შვედი სტუმრები საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ჩოლობარგიას, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. დაიგეგმა ორი სატელევიზიო ჯგუფის ვიზიტი შვედეთიდან, რომელთა მიზანია ქართულ ღვინოზე, ტურიზმსა და კულინარიაზე გადაცემების სერიების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას და შვედ მომხარებელში ცნობადობის გაზრდას.

„8000 მოსავალში“ შვედმა სტუმრებმა კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრების გზები, პერსპექტივები და ეტაპობრივი ნაბიჯები, ღვინის კომპანიებში კი ადგილზე დააგემოვნეს და შეარჩიეს სისტემბოლაგეტის 2017 წლის ტენდერებზე წარსადგენი ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს, შვედეთში საქართველოს საელჩოს  და შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით და შპს ჯეოვაინის (Ltd GeoWine for Nordic) ინიციატივით, მიმდინარე წლის თებერვალში ქალაქ სტოკჰოლმში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმარტა, სადაც წარმოდგენილი იყო ათი კომპანიის პრემიალური ღვინოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სისტემბოლაგეტის (შვედეთის ალკოჰოლური სასმელების სახელმწიფო მონოპოლისტი) წარმომადგენლები, კულინარიისა და ღვინის სატელევიზიო სერიალის პროდიუსერი და რეჟისორი, მსხვილი იმპორტიორები, სასტუმროსა და რესტორნების მფლობელები, ღვინის მოყვარულები და სხვა (ჯამში 35 სტუმარი). წარმოდგენილმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც, შპს „ჯეოვაინის“ ორგანიზებით, დაიგეგმა და განხორციელდა ზემოთ აღნიშნული შეხვედრა.

 

 

ქართული ღვინო