ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის ელჩთან

ზოგადი

შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის ელჩთან
11.01.2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის მონაწილეებმა ბელარუსში  ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივები, მარკეტინგული ღონისძიებებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის საკითხები განიხილეს.

სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა დაათვალიერეს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.

ბელარუსი ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზარს წარმოადგენს. ეს ქვეყანა 2016 წელს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-7 ადგილს იკავებდა. 2016 წელს საქართველოდან ბელარუსში ექსპორტირებულია 1 174 362 ბოთლი ღვინო, ზრდამ 2015 წელთან შედარებით 30% შეადგინა.  

 

ქართული ღვინო