ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ჩინეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

დეგუსტაცია

ჩინეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა
10.12.2020

  „ქართული ღვინის კვირეული“  ჰონგ-კონგში გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგულიკომპანიის „Meiburg Wine Media“ მიერ იყო ორგანიზებული, მოიცავდა სემინარებსა და დეგუსტაციებსქართული ღვინის შესახებ.       "ქართული ღვინის კვირეულს" 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო: ღვინისადგილობრივი იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების წარმომადგენლები,რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ 18 ღვინის კომპანიის პროდუქციას.        ამავე ღონისძიების ფარგლებში, სსიპ ღვინისეროვნულმა სააგენტომ და „Meiburg Wine Media“-მ, პოტენციურ იმპორტიორებს წარუდგინეს13 მცირე მარნის ღვინო. რამდენიმე მათგანმა, უკვე დაიმსახურა იმპორტიორებისყურადღება. მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინისეროვნული სააგენტო  მცირე მარნების სადეგუსტაციონიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.        ამასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ 3  ქალაქში: შანხაი, შენჯენსა და ჩენგდუში ქართული ღვინისსემინარები და დეგუსტაციები სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა. მასზეწარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

ქართული ღვინო