ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

OIV-ის მაგისტრანტების ვიზიტი საქართველოში

ზოგადი

OIV-ის მაგისტრანტების ვიზიტი საქართველოში
31.05.2019

საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, OIV-ის ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობიან.
OIV-ის ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით საერთაშორისო მასშტაბით, რადგან ჯგუფის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.
OIV-ის მაგისტრანტები უკვე მეოთხედ ეწვივნენ საქართველოს. OIV-მა სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ სავიზიტო ქვეყნად საქართველო 2016 წლიდან ჩართო. სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეცნობიან.  
ვიზიტის ფარგლებში OIV-ის სტუდენტები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა გააცნო, უპასუხა მათ შეკითხვებს. 

ქართული ღვინო