ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი

ანონსი

ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი
22.05.2019

ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს გაიმართება. კონკურსი ასოციაცია  „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. 
ნიმუშების წარდგენა 14 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ, 2018 წელს კონკურსზე, პირველ კონკურსთან შედარებით 25%-ით მეტი ღვინის ნიმუში გაისინჯა და შეფასდა.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. 
კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ოფიციალურ ვებ (www.gwa.ge) და  Facebook-გვერდზე.

ქართული ღვინო