ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის დეგუსტაციები კრაკოვში

დეგუსტაცია

ქართული ღვინის დეგუსტაციები  კრაკოვში
27.03.2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova“-ს ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში, უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ქართული ღვინის დეგუსტაციები ეწყობა,  სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. 
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის და გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებიც სააღდგომო სუფრისთვის განსაკუთრებულ და საინტერესო პროდუქტს ეძებენ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სადეგუსტაციო სტენდები, რაც არის კარგი შესაძლებლობა  ახალი იმპორტიორებისთვის, რომელთაც პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის შეტანის გეგმები აქვთ.
ღონისძიება დაიწყო 22 მარტს და გაგრძელდება 30 მარტამდე. 
როგორც კომპანია „Malinova“-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ორი ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმეს ახალმა იმპორტიორებმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობა პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ჩატარდება, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია  2 676 440 ღვინო, რაც  15  %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ექსპორტირებულია   441 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც  41 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ღვინო