ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონელი პროფესიონალებისთვის

ზოგადი

ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონელი პროფესიონალებისთვის
03.07.2017

ქალაქ კრაკოვში, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ, ისტორიულ ღვინის ქარხანაში “Winnica Srebrna Góra“-ში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია “Georgian wines for the summer“ გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს  ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.

  ქართული ღვინის პრეზენტაციას ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის კულტურაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ცეკვები ილიკო სუხიშვილის ეროვნული ბალეტის მოცეკვავეების შესრულებით.

 სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების სხვადასხვა დასახელების ღვინოები: „მარანი“, „ბესინი“, „ვაინმენი“, „შუხმანის ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „ჯეველი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ვაზიანი“, „მანდილი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „კახური ღვინის მარანი“.

  მსგავსი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, არც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური მონაცემებს.

 

ქართული ღვინო