ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი
  • 12.10.2019  -  12.10.2019
  • გურჯაანი   /   საქართველო
  • ფესტივალი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ, 12 ოქტომბერს გაიმართება, 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება. 
მეღვინეობის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. 

სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ხოლო საღამოს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.
ფესტივალი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით, უკვე მესამედ იმართება.
 გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ქ. გურჯაანი, ახტალის პარკი, თამარ მეფის ქ.9


ქართული ღვინო