ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საქართველო - ღვინის სამშობლო

საქართველო - ღვინის სამშობლო
  • 10.03.2019  -  10.03.2019
  • ტოკიო   /   იაპონია
  • გამოფენა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და   ასოციციის  „ქართული ღვინო“ ორგანიზებით,  2019  წლის  10 მარტიდან 7 მაისამდე  იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში  პროექტის  „საქართველო - ღვინის სამშობლო“  რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის თემატური გაგრძელებაა. საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშრისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მაიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.


ქართული ღვინო