ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონელი პროფესიონალებისთვის გაიმართა

დეგუსტაცია

ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონელი პროფესიონალებისთვის გაიმართა
26.03.2019

იაპონიაში, ქალაქ ნაჰაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. 
ღონისძიებას 60-მდე სტუმარი - სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო  და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის  შესახებ. 
სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 7 დასახელების ქართული ღვინო.
იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს.
ქართული ღვინის კულტურისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ იმართება. 

ქართული ღვინო