ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

„Sony Music Communication” ქართული ღვინის შესახებ სპეციალური პროექტზე მუშაობას იწყებს

"საქართველო ღვინის სამშობლო" - ტოკიო

„Sony Music Communication” ქართული ღვინის შესახებ სპეციალური პროექტზე მუშაობას იწყებს
17.12.2018

ქართული კულტურის, ისტორიისა და ქართული ღვინის შესახებ ვიდეოპროექტის მოსამზადებლად საქართველოს „Sony Music Communication“-ის წარმომადგენლობა გერმანელ პარტნიორებთან ერთად ეწვია.  
“Sony Music Communication” და კომპანია „TOPPAN”   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასოციაცია  „ქართული ღვინოსთან“  ერთად, ტოკიოში დაგეგმილი გამოფენისთვის სპეციალურ პროექტზე მუშაობას იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და   ასოციციის  „ქართული ღვინო“ ორგანიზებით,  2019  წლის  გაზაფხულზე იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში  პროექტის  „საქართველო - ღვინის სამშობლო“  რიგით მეორე გამოფენა იგეგმება. ვიდეოპროექტის გადაღებები თბილისსა და კახეთში განხორციელდება. საქართველოსა და ქართული მეღვინეობის  შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით მომზადებულ პროექტს იაპონელი დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ იხილავს.  
ღონისძიება 2017 წელს საფრანგეთში, ბორდოში, ქართული ღვინის შესახებ გამართული საერთაშორისო გამოფენის ლოგიკური გაგრძელებაა.
საქართველო ღვინის სამშობლოდ 2017 წელს, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშრისო კვლევის შედეგად აღიარეს. ამ აღიარებას მოჰყვა უდიდესი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ, რაც ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მაიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის.

ქართული ღვინო