ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქვევრის ღვინის წარდგენა ლოს-ანჯელესში

გამოფენა

ქვევრის ღვინის წარდგენა ლოს-ანჯელესში
13.11.2018

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში  ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდენ. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). ,,RAW Wine” ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ტიბაანი“, „მეღვინეობა ართანა“, „ღვინის ქურდები“, „ახმეტის ღვინის სახლი“ და „ნიკალას მარანი“. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. აღნიშნული კომპანიები ასევე მონაწილეობდნენ ნოემბრის დასაწყისში ქალაქ ნიუ-იორკში გამარულ  ამავე ფორმატის გამოფენაზე  ,,RAW Wine NY. 
,,RAW Wine” ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. 
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზაზრე, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ღვინო