ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან

ზოგადი

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან
24.09.2014

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.

ამ მემორანდუმის საგანია სამინისტროსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

მემორანდუმის თანახმად:

სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოსთან ერთად სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობების დაგეგმვა-მომზადებას და მათში მონაწილეობის მიღებას;

ბ) სამინისტროში დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეხვედრებზე (მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებზე, შესაბამისი მიღებების გამართვისას) ქართული ღვინის წარდგენასა და პოპულარიზაციას.

სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროსათვის ქართული ღვინის მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის, ბრენდ-ბუქის, ბრენდპლათფორმისა და კორპორაციული სტილის გაცნობას;

ბ) სამინისტროსათვის საპრომოციო მასალის გადაცემას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს უკვე აქვს ერთობლივი პროექტი ღვინის კულტურის პოპულარიზაციის ახალგაზრდული მოძრაობა.

პროექტი ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით. პროექტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ლექცია-სემინარებს და შეხვედრებს მართვს. სააგენტოს თავმჯდომარემ ღვინის კულტურის თემაზე მიმდინარე კვირას ლექციები წაიკითხა კავკასიის უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტში ჩართული ახალგაზრდებისთვის იმართება ლექცია-სემინარები შემდეგ თემებზე: ქართული ღვინის კულტურა და ისტორია, ვაზის ჯიშები, მევენახეობის ზოგადი საფუძვლები, ღვინის დაყენება და მოხმარება, ენოლოგია და ქართული ღვინის კულტურის უძველესი საფუძვლები და სხვა.

ამასთან, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ვაზის დარგვასა და მოვლაში, ღვინის ტურიზმის ლოკაციის დასუფთავებაში, რთველის პროცესში, ფესტივალებში, დეგუსტაციებსა და გამოფენებში.

ქართული ღვინო