ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ზოგადი ინფორმაცია

2018 წელს ქვეყნის მასშტაბით, 292 კომპანიის მიერ  245 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 312 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  235 ათას ტონაზე მეტი ყურძენი,  ღირებულებით 288 მლნ ლარი. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში   1492 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი გადამუშავდა. ამ და სხვა ჯიშის (ჯამში 2 700 ტონა)  ყურძნის  რეალიზაციის შედეგად რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის შემოსავალმა 15 მილიონ ლარს მიაღწია. 
რთველის პროცესში ჩართული კერძო კომპანიების გაზრდილი რაოდენობა განაპირობებდა ყურძნის ჩაბარების შეუფერხებელ პროცესს. ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ, რომ გაჩნდნენ ახალი მევენახეები და რომ სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა. ყურძნის ფასის დადგენა სრულ საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა.

ქართული ღვინო